პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ადამიანების კონკრეტული ნიშნის მიხედვით დაყოფა, სწორი მიდგომა არ არის. საუბარია საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შესახებაც დღეს ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა:
"არ არის სწორი მიდგომა, როცა ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ჰყოფ. თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს. თუ ვინმე რაიმე ქმედებას განახორციელებს, ამაზე საჭიროა რეაგირება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი რეაგირება იქნება,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.