ოპოზიციაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს კვლავ პასუხობენ. პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია.
"მსგავსი განცხადება ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია. ჩვენ ყველამ ვიცით, რუსეთის სახელმწიფოს დოქტრინა, რაც გულისხმობს საკუთარი მოქალაქეებს დასაცავად ძალის გამოყენების შესაძლებლობას სხვა სახელმწიფოებში. როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ვიღაც უქმნის საფრთხეს რუსეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში, რაც შეეხება რუსეთისთვის მოსაწვევის გაგზავნას, რომ გადადგას შესაბამის ნაბიჯები, სწორედ ასეთი განცხადება იყო ეს", - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.