15 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ამ ქვეყანაში ხელისუფლება არის ერთი და სამუშაო პროცესიც არის ერთი, არავითარი პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება და სამუშაო პროცესი არის ერთი და სხვა პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის.

"ამ ქვეყანაში ხელისუფლება არის ერთი და სამუშაო პროცესიც არის ერთი. წარიმართება ოფიციალური სამუშაო პროცესი, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას. შექმნილია, საპარლამენტო ფორმატში შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას. არავითარი პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის. მათ ჯერ ტექნიკური მთავრობა უნდოდათ, ვერ მიაღწიეს, ახლა ტექნიკური პარლამენტის ჩამოყალიბება სცადეს- ეს ვერ იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზულად აღქმული", -აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები