პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას სჭირდება უფრო სწრაფი მართლმსაჯულების სიტემა და ეს დაადასტურა აშშ-ის დეპარტამენტში არსებულმა ჩანაწერმაც.
"ერთ-ერთი მთავრი საკითხი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის გამოწვევა, ეს არის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ჩვენს მოქალაქეებს დღეს უწევთ ლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები როდის გამოვა.
ასევე, ერთ-ერთი მთავრი მიმართულება სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდა და ის, რომ სწრაფი მართლმსაჯულების საჭიროება და აუცილებლობა ჩვენს მოქალაქეებს უდგას, ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულმა ჩანაწერმა, სადაც მითითებულია, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა მიიღონ შეუფერხებელი მართლმსაჯულება",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის: ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე იმუშავებს, ამ წუთებში პარლამენტში გაფართოებულ შეხვედრას მართავს. მთავარი თემაა ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტის შესრულება, რომელიც ეხება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. სხდომას ესწრებიან უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი, სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობოები. რეკომენდაცია გულისხმობს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებას.