22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა - ვინ შეასრულებს მის მოვალეობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა. "კურიერი" ამ ინფორმაციის გადამოწმებას თავად გამყრელიძესთან ეცადა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ ჯერჯერობით არ პასუხობს, ისევე როგორც მისი მოადგილე პაატა იმნაძე.

მაგრამ, ცოტა ხნის წინ "პალიტრა ნიუსის" ეთერში ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლა ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, მინისტრის თქმით, მას გუშინ შეხვედრა ჰქონდა გამყრელიძესთან.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამირან გამყრელიძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, მის მოვალეობას დროებით მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

დღის ამბები