21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
კოლეგის დაჭრისთვის დაკავებული ექიმი ბრალს აღიარებს - რა ახალ დეტალებს ყვება მისი ადვოკატი მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ. ადვოკატი მას უკვე შეხვდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და დამიზნებით არ უსვრია.

"თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და შედის ხელმძღვანელის ანუ დაზარალებულის კაბინეტში. იქ ეკითხება - რატომ გამათავისუფლე სამსახურიდანო. ამ დროს, თვითონ ბრალდებულის განმარტებით, იქიდან მოდის ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები, ამის შემდეგ კი იღებს იარაღს და შეშინების მიზნით მარჯვენა მხარეს ისვრის. ეს გასროლა ხორციელდება დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან. მაგ დროს არ ვიცი რა მოხდა, სავარაუდოდ გვერდით გაიწია დაზარალებული, ამ ფაქტს თვითონაც ვერ ხსნის, მაგრამ ტყვია აქვს მოხვედრილი,"- აცხადებს ადვოკატი კახა შონია.

შეგახსნებთ, ვენდისპანსერში შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ექიმმა კოლეგას, კლინიკის ხელმძღვანელს გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოპერაციის შემდეგ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მომხდართან დაკავშირებით თავად დაზარალებულ ექიმს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღის ამბები