აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც, მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანას, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ელჩი დეგნანიც უცხადებს.
"გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე.
გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა.
არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს.
არ დავივიწყებთ მსხვერპლს.
ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.
ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც საელჩოს "ფეისბუქზე" გავრცელდა.