15 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა - რა გახდა მიზეზი

პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და ის კონკურსიდან ჩახსნა.

სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს წერილობით განცხადებას სადაც განმარტავს, თუ რატომ არ აღმოჩნდა კალანდარიშვილის გვარი პარლამენტისთვის გადაგზავნილი კანდიდატების სიაში.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის წარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად. ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას," - განმარტავს პრეზიდენტი.

დღის ამბები