18 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში გრძელდება - ოკუპანტი იერიშებს არ წყვეტს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში

რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება უკრაინაში - ომის 165-ე დღეს საოკუპაციო ძალა იერიშებს არ წყვეტს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. კვლავ დაიბომბა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. არის ეპიზოდები, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევების მოგერიებას და კონტრშეტევებს ახერხებენ.

ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციული ყოველდღიური ანგარიში წარმოადგინა.

"არსებული ინფორმაციით, ბელორასის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვოლინისა და პოლისკეს მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებით განათავსეს სახმელეთო ძალები და საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. მტერმა არტილერიით დაბომბა ჩერნიჰივისა და სუმის ოლქების დასახლებები. საარტილერიო და საავიაციო თავდასხმები იყო ხარკივის ოლქში. ასევე, ხარკივში, სამხრეთ სალტოვკას დასახლება რუსებმა ვერტმფრენით დაბომბეს. სლავიანსკის მიმართულებით კი, მტერმა არტილერიით შეუტია რამდენიმე დასახლებას.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ბოგოროდიჩნისა და დოლინას მიდამოებში შეუტიეს, თუმცა ჩვენმა სამხედროებმა ეს შეტევა წარმატებით მოიგერიეს. რთული ვითარება რჩება ბახმუტის მიმართულებით, თუმცა მტერს იქ წინსვლა არ აქვს. ფრონტის ხაზზე რამდენიმე ადგილას ჩვენმა სამხედროებმა რუსებს უკან დაახევინეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს კონტრშეტევასაც. დიდი დანაკარგის გამო, მტრის პერსონალმა ზოგიერთ რაიონში უარი თქვა ბრძოლაზე," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები