26 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
"უკრაინული ენა დამწყებთათვის" - თსუ-ში ამ დასახელების პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

"უკრაინული ენა დამწყებთათვის" - თსუ-ში ამ დასახელების პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

ცერემონიას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვი ესწრებოდნენ. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს უკრაინულად წერა-კითხვა, მარტივი კომუნიკაციისათვის, მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაგებად აუცილებელი ლექსიკა. ასევე მიიღეს ინფორმაცია სლავური კულტურის კონტექსტში უკრაინული ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

ორთვიან კურსს თსუ-ის უკრაინისთვის ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

დღის ამბები