15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იმავეს წლების განმავლობაში, ახლა კი ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, 8-ში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო - იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. განცხადებაში იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ წლების მანძილზე პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობიდან" 8 აგვისტოს გადიოდნენ ომში დაღუპული გმირების საფლავზე, "ახლა კი ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო".

"ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს - ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს; თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი - 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთოუკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო.

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იმავეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია "ნაცების პიარმა" ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა.

სულ ასეთი "მართლები" და "პატრიოტები" არიან!," - წერს იონათამიშვილი.

დღის ამბები