15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
პრემიერი ჟურნალისტს : 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, გთხოვთ ყველას, თარიღებზე სპეკულაციას თავი დავანებოთ

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებმა ომის თარიღთან დაკავშირებით ჰკითხეს. 

„მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი - ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას,“- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები