15 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ჩვენი მიზანია სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს ხელი შევუწყოთ მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა იწყება. ეს არის იმ ჯგუფის პირველი შეკრება, რომელმაც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე უნდა იმუშაოს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღეს ისინი ელოდებიან კონკრეტულ იდეებს, რომლის განხილვაც მოხდება. მათივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. 

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ სამსახურებს, როგორც ეს 12-პუნქტიან გეგმაში არის გაწერილი ხელი შევუწყოთ მათი მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში, იქნება ეს ადამიანური რესურსების დამატება, იქნება ეს ფინანსური რესურსებით აღჭურვა, თუ დამატებითი კონკრეტული საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ ყველა იმ საკითხზე, რომელი საკითხიც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ამ სამსახურებს მათი მანდატის ფარგლებში.

ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის ამ სამსახურებთან დაკავშირებული ჩანაწერი და შესაბამისად ჩვენ ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო გააძლიეროს ეს სამსახურები, მათი მანდატის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ ყველა ინიციატივისთვის მზად ვართ, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, რომ შევაჯერებთ პოზი8ციებს და ამ შეჯერებული პოზიციებით კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელებენ მათ საქმიანობას,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები