შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. შინდისის მემორიალთან მთავრობის წევრები, მოქალაქეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიდიან, რომლებიც პატივს მიაგებენ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 11 აგვისტო უნდა იყოს გამორჩეული დღე.
"14 წლის შემდეგ ჩვენ ამაყები ვართ ჩვენი გმირებით. მე მინდა მათ მშობლებს მადლობა გადავუხადო, რომ სამშობლოს ასეთი გმირები გაუზარდეს. ეს დღე დაწესდება, როგორც გმირების ხსოვნის დღე. როგორც ანწუხელიძეა გამორჩეული გმირი, ასევე გამორჩეულები არიან შინდისის გმირები,"- აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.