15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება - მთავრობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება - მთავრობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს. ხვალ ორი შეხვედრა დაგეგმილი - ერთი ეს არის ანტიკორუფციული და მეორე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეკრება.

პოზიციები უცვლელი რჩება, ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და სამუშაო პროცესში არ მონაწილეობს.

"ნუ უქმნით დემონიზებას პროცესს, რომ ოპოზიცია თითქოს არ არის სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ ევროპაში ვერ შევალთ. "ქართულ ოცნებას" თუ გულწრფელად უნდა ევროპაში ინტეგრაციის პროცესი და აინტერესებს, ჩვენს გარეშეც შეუძლია მოამზადოს სამუშაო ფორმატებში ისეთი ინიციატივები, რომელზეც ჩვენ დავუჭერთ მხარს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტირებულ ნაწილს ქვეყანაში წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის ნიადაგის მოსპობა სურს.

"არავითარი უფლება და გამართლება არ ჰქონდა მათ გადაწყვეტილებას, რომ პროცესში არ ჩართულიყვნენ მაშინ, როდესაც საკუთრივ ამ რეკომენდაციების პირველი პუნქტი გახლავთ დეპოლარიზაცია, რომელიც არაერთხელ განიმარტა, მათ შორის ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომ ეს უპირველესად ნიშნავს ერთობლივად მუშაობას.

რეალურად, მათი მიზანია, რომ აქ წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის რეალურად ნიადაგი მოსპონ იმისთვის, რომ რეალურად საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება ამ ხელისუფლების პირობებში," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები