ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი რეგიონებში - გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, "გემო ფესტის" მონაწილეთა შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მზარეულებთან ერთად რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეების მსურველებს კერძების შერჩევაში დაეხმარნენ.