15 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას- არჩილ თალაკვაძე 

საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.


არჩილ თალაკვაძის მიიჩნევს, რომ არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ საპარლამენტო შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს.

"თუ რომელი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი ნათელია. საქართველო აღარ და აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური, ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები