15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია წლების განმავლობაში მიმართავდა პროცესების საბოტაჟს, ახლა, ეს საბოტაჟია ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ - თალაკვაძე

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

რეკომენდაციების 12 პუნქტზე მომუშავე ჯგუფი განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად. ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაში არ მონაწილეობს. დღის მეორე ნახევარში, კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, ამჯერად ანტიკორუფციულ მიმართულებაზე სასაუბროდ შეიკრიბება.

მანამდე, პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. ის, რომ სამუშაო ჯგუფში არ შედის ოპოზიციის ნაწილი, არჩილ თალაკვაძე მათ ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს: 

"განვიხილავთ ყველა ჩართული მხარის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს და ამაზე სამუშაო პროცესში გვექნება განხილვა. პროცესი არის ინკლუზიური. რადიკალური ოპოზიციის გარდა, პრაქტიკულად ყველა მხარე ჩართული გახლავთ ამ სამუშაო ჯგუფში. ეს არის რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი სისუსტე, არათანმიმდევრული მოქმედება და პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ისინი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მიმართავდნენ პროცესების საბოტაჟს, ახლა ეს არის საბოტაჟი ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები