25 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

ბათუმში, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თან ნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს,  21 წლის ახალგაზრდა ქობულეთში მოკლეს. მობილური ტელეფონის გამო, დამსვენებლებს შორის დაპირისპირება კლუბ "ჰავანაში" დაიწყო, კონფლიქტი კი ქუჩაში გაგრძელდა. 30 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 2001 წელს დაბადებულ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კლუბ "ჰავანაში" ამბობენ, რომ ფიზიკური დაპირისპირება კლუბის შიდა ტერიტორიაზე არ მომხდარა და ხმამაღალი მუსიკის ფონზე მხარეებს შორის სიტყვიერი კამათიც არ გაუგიათ. მომხდარის შესახებ კი სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გაიგეს.

დღის ამბები