15 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მზად ვართ, ღია ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა საკომიტეტო სხდომებში, რომელშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას - ბოტკოველი

სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები - ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რაზეც დღეს სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ენმ მზად არის, საკომიტეტო სხდომებში, ღია ფორმატში მიიღოს მონაწილეობა. 

"როდესაც საუბარი დავიწყეთ იმაზე, რომ კომიტეტის ფორმატში და საპარლამენტო სესიების ფორმატებში ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას, მათ ამ რაღაც ვიწრო ჯგუფებს, რომლებიც ჩაკეტილი სისტემით მუშაობს და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად იქ მოიხარშოს ყველაფერი და გარეთ ინფორმაცია არ გამოვიდეს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამის გამო დაარქვეს ვითომ საკომიტეტო სხდომა. ეს არ არის საკომიტეტო სხდომა, ჩვენ მზად ვართ ღია ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, როგორც საკომიტეტო სხდომებში, ასევე სესიებში, რომელშიც კონკრეტულად ის საკითხები განიხილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას,"-აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

ხოლო პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, არარეალურია "ქართული ოცნების" მზაობა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების მე-3 პუნქტი იქნას შესრულებული. მისივე თქმით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია გავლენის ჯგუფების აღმოფხვრაზე.  

დღის ამბები