30 აგვისტო 2026,   07:20
ვრცლად
6 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა - შემთხვევა თბილისში მოხდა

ვარკეთილში, გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულიდან 6 წლის ბავშვი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი კონტაქტური იყო და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზიანებები არ შეუნიშნავთ, თუმცა, არასრულწლოვანი შეშინებული იყო.

როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აქვს, ამაზე კლინიკა კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს. 

წყარო : "პრაიმტაიმი"

დღის ამბები