ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასრულებენ დავალებებს და "აგენტურას წარმოადგენენ" - "ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა“- აღნიშნავს ქართველიშვილი.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი ნაცების მესიჯებით ლაპარაკობს და მათი მესიჯები ერთი ერთში, როგორც წარსულიდან, ისე აწმყოში, ერთმანეთს ემთხვევა. იმ სიტყვებსაც და ფრაზებსაც კი იმეორებს, რაც ნაცების პიარის დალაგებული ეგონა ამდენი ხნის განმავლობაში ხალხს და ჩანს, რომ მათი სიტყვებია, პირიქით, ნაცები ასრულებენ მათ დავალებებს და ჩვეულებრივ აგენტურას წარმოადგენენ. ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა.
გარკვეული მხარდაჭერა შტურმის ორგანიზატორებზე არის და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს არის თავდასხმა ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს, გავრილოვის ღამე არის მათი დაბრენდილი ტერმინი და ამას იმეორებს ელჩი, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამაზე სხვაგვარად ლაპარაკობს.
ანუ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს შტურმს საქართველოს პარლამენტზე, დეგნანი იმეორებს ნაცების დაბრენდილ ტერმინს - გავრილოვის ღამეს“- წერს ქართველიშვილი.