04 მაისი 2024,   18:35
ვრცლად
ინდოეთი "ყვითელი გიჟი" ჭიანჭველების შემოტევას უმკლავდება

სამხრეთ ინდოეთის შტატში, ტამილ ნადუს შვიდი სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ყვითელი გიჟი ჭიანჭველების შემოტევისგან იტანჯებიან.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მწერები საფრთხეს უქმნიან მათ ცხოვრების წესს, თავს ესხმიან პირუტყვს და ამცირებენ მოსავალს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ყვითელი გიჟი ჭიანჭველა მსოფლიოს ყველაზე საშიში ინვაზიური სახეობაა.

Anoplepis gracilipes, როგორც მათ ლათინურად უწოდებენ, ჩვეულებრივ გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ისინი მოძრაობენ არარეგულარულად და არაკოორდინირებულად.

დოქტორი პრონოი ბაიდია, ენტომოლოგი, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ყვითელ გიჟ ჭიანჭველებზე ამბობს, რომ ისინი "ოპორტუნისტული სახეობები" არიან.

"მათ არ აქვთ კვების პრეფერენციები. ისინი ჭამენ ყველაფერს", - ამბობს ბაიდია და დასძენს, რომ ისინი ასევე ნადირობენ ჭიანჭველების სხვა სახეობებზე, ფუტკრებზე და ა.შ.

დაზარალებული სოფლები განლაგებულია მთიან რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ფერმერი ან პირუტყვის მფლობელია.

მესაქონლეები, რომლებიც ტყესთან ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ დასახლებული პუნქტები შემოტევის გამო დატოვეს.

სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ იანჭველების თავდასხმის შემდეგ მათი პირუტყვი, ასევე გველები და კურდღლებიც დაიხოცნენ.

დღის ამბები