21 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
ხუთმაგი მკვლელობა და 10 თვის დაჭრილი ბავშვი - სასტიკ დანაშაულში ბრალდებული კაცი ცოლის მიმართ მუქარას ციხიდანაც არ წყვეტს

ხუთმაგი მკვლელობის მცდელობა სოფელ სამსარში - ცივსისხლიანი დანაშაული 8 თვის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაიდინა.

შურისძიების მიზნით საკუთარ მეუღლეს მშობლების სახლში მიადგა და იქ მყოფი ყველა პირი, გარდა საკუთარი შვილებისა, სასტიკად დაჭრა. არ დაინდო მეუღლის ძმის შვილიც, 10 თვის ბავშვი, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობის კვალი დღემდე აქვს.

მამაკაცისთვის ეს პირველი ძალადობის მცდელობა არ ყოფილა, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცი აგრესიული ხშირად იყო და მეუღლესაც ხშირად აყენებდა ფიზიკურ ზიანს.

ბრალდებული დანაშაულს ნანობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხუთი ადამიანი მოგერიების დროს მოკლა.

მამაკაცის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი დანაშაულს ნანობს და ელოდება სასჯელის დასრულებას.

ადვოკატი კი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ახლა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელთან დაკავშირებით. დამნაშავე კი, მეუღლისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარებს არ ციხიდან წყვეტს.

ამასთან სისხლის სამართლის დანაშაულის თავიდან არიდებასაც ცდილობს და მოსამართლისგან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლის იძულებითი მოგერიებით ჩადენილ დანაშაულად გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

დღის ამბები