15 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.

"არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - მისი ეს სიტყვები სწორედ საქართველოს, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიოების უკვდავების იდეას განასახიერებს.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გასულ წელს შესაძლებლობა მოგვეცა გიორგი კვინიტაძის ნეშტი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა.

დიდი მამულიშვილის, გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი

დღის ამბები