22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესისთვის მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე მაშველი და სამი ვერტმფრენი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს, ასევე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობას ართულებს  კლიმატური პირობები.  ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის  სამი ვერტმფრენი, რომელიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს. გაზრდილია ასევე მეხანძრე მაშველთა რიცხოვნობა და 250-მდე მეხანძრე მაშველის მობილიზება ხდება. ასევე ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად," - განაცხადა დავით სუხიშვილმა. 

დღის ამბები