15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"კრედიტ სვისს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური ოფიცერი და საოპერაციო ოფიცერი ეყოლება

დღეს ინვესტორთათვის ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება - უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.


საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე ულრიხ კორნერი დაინიშნა; პირველი ოქტომბრიდან ბანკის ახალი ფინანსური ოფიცერი (CFO) დიქსიტ ჯოში იქნება; საოპერაციო ოფიცრის (COO) თანამდებობას კი ფრანჩესკა მაკდონაგი დაიკავებს.

გარდა ამისა, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად მაიკლ რონგეტი დაინიშნა.

შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

დღის ამბები