15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
შემოდგომიდან, ვფიქრობ, გაცილებით აქტიურობა მოგვიწევს ქუჩაში - ბაჩო დოლიძე

"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატების მორიგ წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის წერილის გავრცელება მცდელობაა, საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად განეწყოს არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიმართ.  

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უტოპიურ ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით შეფასებას არ გააკეთებს.

"ერთადერთი გამოსავალი რაც იქნება, გეტყვით, რომ "ქართული ოცნება" მარტო დარჩება საბოლოო ჯამში, მაგრამ როდესაც დაინახავს საპროტესტო მუხტს გარეთ, მაშინ დაიწყებს რეაგირებას. შემოდგომიდან, ვფიქრობ, გაცილებით აქტიურობა მოგვიწევს ქუჩაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ, პოლიტიკური საკითხები პარლამენტში არ წყდება,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

წერილთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ. 

"მათ განცხადებებს რომ ვკითხულობ, ცოტა რამ აკლიათ, რომ "ამერიკელ ლიბერიალისტებს" გამოუცხადონ ბრძოლა და ხალხის მტრებს. ასეთი სულისკვეთებით და პათოსით არის დაწერილი ეს განცხადებები. მათი ლოგიკით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ამერიკასთან, დაკავშირებულია დასავლეთთან, ცდილობს ხელისუფლების დამხობას," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები