15 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩომ მორიგ ჯერზე შესთავაზა საზოგადოებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ღირებულებების არასწორი განმარტება - გურამ მაჭარაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩომ მორიგ ჯერზე შესთავაზა საზოგადოებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ღირებულებების არასწორი განმარტება. 

"თურმე, ისეთი ორგანიზაცია თუ არ ხარ, რომელმაც გააყალბე პარალელური დათვლები, ვინც ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და მოითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, საზოგადოებას პარალელურ დათვლებზე ტყუილში არ ამყოფებ და არ შეუერთდები იმ რადიკალებს, ვინც ხელისუფლების წალეკვას ითხოვს, მაშინ სანდო ორგანიზაცია არ ხარ. ქართულ საზოგადოებას ასეთი რაღაცებით ვერ "დააბოლებ“. საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებზე მაინც საზოგადოებას ტყუილი არ უნდა უთხრა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ISFED პარალელური დათვლები გააყალბა, ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესებში და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ.

"ნაცმოძრაობამ" ხელისუფლების წალეკვა მოითხოვა და ეს ორგანიზაცია იმ სცენაზე იდგა, ამ პროცესებს მხარს უჭერდა. როცა ასეთ არადემოკრატიულ პროცესზე ამბობ, რომ ეს არის სანდოობის ხარისხი, ბუნებრივია, ამით ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებ, რომელსაც ქვეყანაში დემოკრატია უნდა. 2020-ის არჩევნების შემდეგ პროცესები რომ ხელოვნურად იყო ინსპირირებული, ამას ადასტურებს ყოველ გამოსვლაზე ამერიკის საელჩო იმით, რომ აბსოლუტურად გაუკუღმართებულად სთავაზობს დემოკრატიულ ღირებულებებს ქართულ საზოგადოებას. 2020-ის არჩევნების შემდეგ რადიკალური პროცესები პარალელური დათვლის შემდეგ დაიწყო, რაც აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო. როცა საელჩო ამ ორგანიზაციას სანდოს უწოდებს, შეიძლება, იყოს მისთვის სანდო. ვითხოვდით, რომ საელჩო ამ ყველაფერს გამიჯვნოდა. სამწუხაროდ, საელჩო კი არ გაემიჯნა, დაადასტურა, რომ ამ ორგანიზაციების წამხალისებელია, რომელიც დადგენილია, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლას მიზანმიმართულად გეგმავდნენ," – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები