პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. ხელახალ, ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი. სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.
იქამდე კი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.