ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარსდგა, აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს. პროკურატურამ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე გიორგი ხუროშვილს ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. სამართალდამცველებმა ის 20 აგვისტოს დააკავეს.