27 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
რუსი ოკუპანტები, ტოქსიკური ნივთიერების და რადიაციის გავრცელების მიზნით, ზაპორიჟიეს თბოსადგურის ნაგავსაყრელს ბომბავენ- უკრაინის დაზვერვა

რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ესვრიან ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურის ნაცრის ნაგავსაყრელებს, რაც რადიაციის დონის მატებას იწვევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.

"ენერგოდარის გარეუბანზე ნაღმტყორცნებით თავდასხმებს, ბოლო დროს კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ზაპორიჟიეს თბოსადგურის ნაცრის ნაგავსაყრელები - ეს არის თბოელექტროსადგურების ექსპლუატაციის დროს, წვის შედეგად მიღებული ნარჩენების შესანახი ადგილები. ამ ნარჩენს აქვს ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და რადიაციის დონე, რომელიც მინიმუმ 2,5-ჯერ აღემატება ბუნებრივ ფონს. გამოშრობის შედეგად წარმოიქმნება მტვერი, რომელსაც შეუძლია შორ მანძილზე გადაადგილება. ნაღმტყორცნების დარტყმის გამო წარმოიქმნება მტვრის ღრუბლები, რომელსაც ქარი ენერგოდარის მიმდებარედ ფანტავს," - ნათქვამია ანგარიშში.

დღის ამბები