საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით," - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.