21 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
კახეთში ყურძნის მოსავლის ასაღებად ემზადებიან - რეგიონში "რთველი 2022-ის" სპეციალური საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნა

კახეთში ყურძნის მოსავლის ასაღებად ემზადებიან. რეგიონში "რთველი 2022-ის" სპეციალური საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნა.

მევენახეები წელს 300 000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის დაბინავებაში 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული. მთავრობამ ყურძნის ფასის სუფსიდირების გადაწყვეტილება წელსაც მიიღო. რთველისთვის ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი გამოიყო.

ღვინის მარანში ტექნიკის რეცხვის დაწყება კახეთში რთველის მოახლოებას ნიშნავს. "ბადაგონი" ერთ-ერთია ღვინის იმ 300 საწარმოს შორის, რომელიც მზად არის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთოს და მევენახეებისგან ყურძენი შეიძინოს. სახელმწიფო სუბსიდიას კი მხოლოდ ის კომპანია მიიღებს, რომელიც მოსახლეობისგან რქაწითელს და კახურ მწვანეს სულ მცირე 100 ტონას შეიძენს და 1 კილოგრამში მევენახეს არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდის.

"რთველი 2022-ის" სპეციალური საკოორდინაციო შტაბში მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მსურველი 60-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. საკოორდინაციო შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩატარებასა და ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვას 24 საათიან რეჟიმში გაუწევს კოორდინაციას.

კახეთში რთველი მომავალ კვირას ტრადიციულად დედოფლისწყაროდან დაიწყება და ოქტომბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

დღის ამბები