21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა, თუმცა ნაკრების კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო - როდის შეძლებს თორნიკე შენგელია თამაშებზე დაბრუნებას

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა. ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაზიანება სერიოზულია, თუმცა რა დრო დასჭირდება აღდგენას, ჯერ უცნობია.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა იმედოვნებს, რომ შენგელია მალე გამოჯანმრთელდება და ნაკრებს მალე დაუბრუნდება.

"თოკო[თორნიკე შენგელია] არის ჩვენი ლიდერი, ჩვენი კაპიტანი, ბოლოს მაინც შევძელით მოგება. ახლა რაც არ უნდა მოხდეს თოკოზე, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს, თუმცა ბოლო პასუხს ველოდებით ექიმებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ევრობასკეტი და რაც უფრო მეტი ხალხი მოვა და რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება მოწინააღმდეგე გუნდზე და ასევე მსაჯებზე, მე მჯერა, რომ თუ გადატენილი იქნება დარბაზი, მსაჯები არ დაუშვებენ შეცდომებს... იმედია თოკო მალე კარგად იქნება და დაუბრუნდება კალათბურთს," - განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები