29 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია, საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს - ზელენსკი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა და ამასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა, ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია, საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს.

"რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა. ფაქტია, რომ რუსმა სამხედროებმა ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია საბრძოლო ზონად აქციეს. ახლა ევროპა და მეზობელი რეგიონები რადიაციული დაბინძურების საფრთხის წინაშე დგანან. თქვენს შორის ვის დაავიწყდა ჩერნობილი? ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს 6 რეაქტორი აქვს. ჩერნობილში 1 რეაქტორი აფეთქდა. საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლი უნდა მოიპოვიოს რაც შეიძლება მალე. რუსეთმა უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და სრულად დატოვოს ტერიტორია," - განაცხადა ზელენკსიმ.

დღის ამბები