15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"იმის ნაცვლად, რომ "ისფედი" გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესს, დააფიქსიროს თავისი ნეიტრალიტეტი, აქეთ გვდებს სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს" - გივი მიქანაძე

"სამართლიანი არჩევნები" ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს - განცხადება გივი მიქანაძემ გააკეთა და განმარტა, რომ ორგანიზაცია ამდენი დღის განმავლობაში არ გაემიჯნა პოლიტიკურ პროცესებს, რამაც ყველაფერი დაადასტურა. 

დეპუტატი, რომელიც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია აცხადებს, რომ "ისფედი" მხარეა და არ არის ნეიტრალური.

""სამართლიან არჩევნებს", რომელსაც მიეცა რამდენიმე დღის ფორმატში იმის შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა იმ პროცესს და ჩვენ ამაზეც წავედით, კარები არ დაგვიხურავს და ღია კარის პრინციპით ვმოქმედებდით, ჩვენ დავინახეთ, რომ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი არჩევნებზე, რომლის ძირითადი პროფილი სწორედ საარჩევნო მიმართულებაა - იმის ნაცვლად, რომ გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესს, დააფიქსიროს თავისი ნეიტრალიტეტი, აქეთ გვდებს სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს," - აცხადებს მიქანაძე.

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. განცხადების თანახმად მმართველი გუნდი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს.

დღის ამბები