15 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა და ისე მოქმედებდა, ახლა კი, სამწუხაროდ, თავისი განცხადებებით მხარე გახდა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების" მორიგ წერილზე, კვლავ არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება. თავად წერილის თანაავტორი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ეს მათ წარმოედგინათ.

მაჭარაშვილი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო ნეიტრალური არბიტრის როლს ფორმალურად აქამდე მაინც ინარჩუნებდა და ისე მოქმედებდა, ახლა კი, სამწუხაროდ, თავისი განცხადებებით მხარე გახდა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

"მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. როდესაც საელჩო ამბობს, რომ სანდოა ორგანიზაცია, რომლის მიმართ გაყალბებული შედეგები საჯაროდ არის აღიარებული და იმ რიტორიკით საუბრობს, რა როტორიკითაც საუბრობს რადიკალური ოპოზიცია - "გავრილოვის ღამეს" უწოდებს 20 ივნისს და ამ დროს არ მოიხსენიებს ანტისახელმწიფოებრივ პროცესს, რასაც ჰქვია შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე. ასევე, როდესაც ის საუბრობს ისეთ ბრალდებებით, როგორიცაა "კარუსელი", რაც არ უხსენებია არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ეს არის იმის საფუძველი, რომ საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ ის იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან. რადიკალურ ოპოზიცია არ აწყობდა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები