15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
საელჩოზე თავდასხმა და დაბრალება სახელმწიფო გადატრიალებაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა - ბაჩო დოლიძე

უმძიმესი ბრალდება და არასერიოზული განცხადებები, - ამ კომენტარებით გამოეხმაურნენ ოპოზიციაში ოცნებიდან წასული დეპუტატების მორიგ წერილს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ეს არის ბინძური კამპანია. 

"საელჩოზე თავდასხმა და დაბრალება სახელმწიფო გადატრიალებაში - ეს უმძიმესი ბრალდებაა. ეს ისმის საკანონმდებლო ორგანოდან "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ 10 წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია ანალოგიური ბრალდებები ჩვენი პარტიის მისამართით, თუმცა არც ერთი ფაქტი არ დასტურდება და მოცემულობა სულ სხვა არის. ეს არის ბინძური კამპანია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები