თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არაფერი გაკეთდება, ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 წელი საშინელი ზამთარი ელოდებათ - ეს ბელგიის ენერგეტიკის მინისტრის პოზიციაა.
ტინ ვან დერის განცხადებით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას საჭიროებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ავსტრიის კანცლერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა უნდა შეჩერდეს.
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, რომელიც ახლა ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე," - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.
მან ევროკავშირს, ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ერთმანეთისგან გამოყოფისკენ მოუწოდა. "არ შეიძლება მივცეთ პუტინის უფლება, განსაზღვროს ევროპის ელექტროენერგიის ფასი ყოველდღიურად," - აღნიშნა ნეჰამერმა.