24 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ვანში - 39 წლის მამაკაცს საკუთარ კაფეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

სასტიკი მკვლელობა ვანში - მოკლულია 39 წლის დავით ჩხეიძე. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს და მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მათი თქმით, დავით ჩხეიძე საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოჰყვა.

გაბრაზებული სტუმარი მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაზიანებული ჰქონდა არტერია, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი და მკვლელი ერთმანეთს არ იცნობდნენ და წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

დღის ამბები