15 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს-ირაკლი ღარიბაშვილი

ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, საჭირო აღარ იქნება ევროკავშირთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს არის ძალიან პოზიტიური საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას. ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს. ასეთი სახელწოდების არის ორგანიზაცია SEPA , ესაა ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ირლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩართულია ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყება და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალქეებისთვის. ვიტყოდი, რომ საჭირო აღარ იქნება ევროკავშირთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს არის ძალიან პოზიტიური საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები