საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროცესში უცხოელი ექსპერტის ჩართვაზე განაცხადა, რომ პოპულისტური დებულება, თითქოსდა უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება.
"ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური მოტივებით ნასაზრდოები პოპულისტური დებულება, თითქოსდა უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ დრომდე არსებული არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააკაშვილს ესაჭიროება რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში, წარმოდგენილი არ ყოფილა. სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლის შედეგად სააკაშვილს გადაუვადდება სასჯელი ან გათავისუფლება მისგან, წარმოდგენილი არ გახლავთ,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.