30 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
უბედური შემთხვევა ხობში - პაპანწყვილის ტბაში 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ხობში - სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა. მამაკაცის ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები.

დღის ამბები