30 აგვისტო 2026,   03:09
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიება. სამუშაოები ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად მოინახულა.

ვაშნარის ნაქალაქარი თავისთავად უნიკალურია, რადგან აქ აღმოჩენილია მარტირიუმის ტიპის სალოცავი და უზარმაზარი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც გამოირჩევა თავისი სიდიადითა და აგებულებით. აქტივობა 26 აგვისტოს დაიწყო და 9-10 სექტემბერს დასრულდება.

აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

დღის ამბები