15 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია "ქართული ოცნების" მომხრე ვინ იყო და გაათავისუფლა სამსახურიდან - მამუკა მდინარაძე

წალენჯიხის საბავშვო ბაღებში დაწყებულ რეორგანიზაციასა და თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებას, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ხელისუფლების მომხრე ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა ადამიანები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით - "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო გაათავისუფლა.

"წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან, ან იქცეოდნენ წარსულში ნაცები. პირველი - არაფრის გაკეთება, გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა, ერთი ნიშანი, ის რაც წალენჯიხაში ხდება და მეორე - პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და სამსახურიდან გათავისუფლება ადამიანების. წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია "ქართული ოცნების" მომხრე ვინ იყო და გაათავისუფლა სამსახურიდან. არანაირი სხვა ნიშანი, არანაირი სხვა მაკვალიფიცირებელი ამ ადამიანებისა არ ყოფილა. ეს არის მათი საფირმო და სამარკო ნიშანი, გარდა იმისა, რომ ადამიანის წამება და უბედურება ბუნებრივი ნიშანია მათი და ისინი ასე იქცეოდნენ, გარდა ამისა ერთ-ერთი ნიშანი გამოამჟღვანა წალენჯიხის ნაცმა მერმა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ადამიანები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები