წალენჯიხის მერი ბაღის პედაგოგების პროტესტს გამოეხმაურა. გიორგი ხარჩილავა ბრალდებას იმის შესახებ, რომ პედაგოგების ბაღებიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, უარყოფს. მერის განცხადებით, რეფორმა აუცილებელია.
"ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, არ ჩავსულვარ პოლიტიკამდე. ჩვენ პარტიული ნეპოტიზმის ხარჯზე სტანდარტებს ვარღვევთ," - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები კი მერის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ. მათთვის მიუღებელია რეორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც 35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება.