საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მორიგ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.7 % შეადგინა, შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.3 %-ით განისაზღვრა.
მთავრობაში ზრდას თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ტემპის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ხელისუფლებაში ერთის მხრივ აქცენტს ქვეყნის ეკონომიკაში მეტი თანხის მობილიზებაზე აკეთებენ და ამბობენ, ნებისმიერი ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე.
სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ დეს ის კონკრეტული სექტორები დაასახელა, რამაც 2022 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.