18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
დიდ დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

დიდი დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.  ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტოები დიდი დიღმის ფეისბუკჯგუფში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

დღის ამბები