18 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით ტეხასის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.

ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება-გაფართოების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, განათლების ლიდერობასა და ორმაგი ენის ათვისებასთან დაკავშირებული კვლევებისა და განვითარების პროგრამების შექმნას.

მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვივნენ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორები: ერინ სინგერი და ნაჰედ აბდელრაჰმანი.

დღის ამბები